topbella

Friday, May 20, 2011

ლაშქრობა არმაზისხევში













გათენდა 12 მაისიც... ამ დღეს მთელი ჯგუფი ძალიან ველოდებოდით. დიდუბის მეტროსთან შევიკრიბეთ, ბავშვების ნაწილი პროდუქტების საყიდლად წავიდნენ. 
როგორც იქნა ჩავსხედით სამარშრუტო ტაქსში და დავიძარით.პირველი რაც ძალიან საინტერესო იყო ეს ,,სკოჩი” და მარკერია. ბატონი პავლეს კითხვა თუ რაში უნდა გამოგვეყენებინა ეს 2რამ ნამდვილად გამაოგნებელი იყო... ,,სკოჩზე” დავაწერეთ სახელები და მკლავზე დავიკარით. რატომ? იმიტომ რომ ერთმანეთის სახელები არ ვიცოდით. მოკლედ ძალიან გამოსადეგი იყო ეს ხერხი რომ ერთმანეთი გაგვეცნო და სახელების დაძახებაც გაგვეადვილებინა :)) მეორე დავალება იყო უნდა გვეპოვა არმაზისხევისკენ გზა. ესეც მალევე შევასრულეთ და აი აქედან დაიწყო ყველაფერი: ტალახი, აღმართები, უკან ჩამოსრიალება, ღელეების გადალახვა :)))... მაგრამ მგონი ამ გაჭირვებამ ჯგუფი უფრო შეკრა და დაგვაახლოვა ერთმანეთთან. ერთმანეთის დახმარებით ვცდილობდით სამშვიდობოს გაგვეღწია. ამ ლაშქრობისას უსაქმურად და დავალების გარეშე მგონი არ გვივლია და ამანაც გაგვიადვილა გზა,ყურადღება დავალებებზე იყო გადატანილი. მესამე დავალება წრეზე დადგომა იყო დაბადების თვეებისა და რიცხვების მიხედვით, შემდეგ კი ჯგუფებად დავიყავით და მეოთხე დავალებაც მოგვეცა, ეს სხვადასხვა ფოთლების შეგროვებას ეხებოდა. მე და ჩემმა პარტნიორმა თათიამ 36 სხვადასხვანაირი ფოთოლი შევაგროვეთ თუ სწორად მახსოვს.... 
შემდეგ ერთმანეთზე უცნაური ამბავი უნდა გაგვეგო და ეს უკვე საჭმლის დროს განიხილა :)). გზად მონასტერი იყო. მოვილოცეთ და გზა გავაგრძელეთ მაღლა და მაღლა ... დავნაყრდით. ბატონმა პავლემ თამაშები შემოგვთავაზა ძალიან საინტერესო იყო, საფიქრალიც და ჯგუფური. ამ დღეს ბევრი ახალი თამაში ვისწავლე და თან ძალიან საინტერესო. ნუ აჯიმანიებს არ ვთვლი =)) 
მაინც მგონია რომ ვერავინ შეძლებს ამის გაკეთებას :)) ყველაზე დამაინტრიგებელი თამაში კი ჩემი აზრით თოკის მეორე მხარეს მთელი ჯგუფის გადასვლაა. კი გადავიყვანეთ მაგრამ ინტერესი მკლავს ყველაზე მაღლა აწეული თოკის მეორე მხარეს როგორ უნდა აღმოვჩნდეთ :)))) კიდევ ბევრი თამაში ვითამაშეთ, ვიცეკვეთ, ბოლოს ბურთითაც წავითამაშეთ, მაგრამ კიდევ ერთი რამ წინ გველოდა. მცხეთამდე ფეხით ვიარეთ და დაღლილ-დაქანცულები მცხეთის გაჩერებაზე ჩამოვსხედით. საინტერესო რა იყო? ის რომ კინაღამ დავრჩით იქ:))) 2 ბავშვი გამოყვა თბილისში მარშუტკას,რომელშიც მეტი ადგილი არ იყო და დარეკეს რომ ბოლო ყოფილაო.რამოდენიმე იდეა იყო როგორ დავბრუნებულიყავით თბილისში და ეს გარემოც კი მგონი სასიამოვნო იყო ყველა ჩვენთაგანისთვის... 
1 რეისით მეტი გამოუვიდა მგონი ერთ მცხეთის მარშუტკას და ჩვენ წაგვიყვანა. ისევ დიდუბეში დავიშალეთ და ემოციებით დატვირთულები დავბრუდით სახლებში. მართლაც რომ საუკეთესო დღე იყო. ძალიან ძალიან მაგარი დღე, ყველა კმაყოფილი დავბრუნდით სახლში და მადლობა ბატონ პავლეს. :) 




0 comments:

Post a Comment

About me

My Photo
rinki
მე ვარ ნათია ჯალაღანია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი.
View my complete profile