მე მქვია ნათია. სახელი ნათია ,,ქართლის ცხოვრების” მიხედვით ჯერ კიდევ XV საუკუნეში გამოჩნდა, გიორგი VII-ს ცოლად ჰყავდა ქუცნა ამირეჯიბის ასული ნათია. ასევე ნათია (ნათაი) როგორც კაცის სახელი გვხვდება სვანეთის კრების მატეანეში, რომელსაც XIIIს-ით ათარიღებენ. სახელი ნათიადან წარმოიშვა გვარებიც ნათაძე, ნათიძე, ნათიშვილი.
ეს სახელი დედამ და მამამ ერთად შეარჩიეს. დედაჩემს ძალიან მოსწონდა და მოკლეთ დამარქვეს და მეც ძალიან მომწონს ჩემი სახელი. მართალია ძალიან ბევრს ჰქვია, მაგრამ ჩემთვის მაინც ყველაზე საყვარელი სახელია :))
ეხლა კი ვეცდები მოვიფიქრო ჩემი სახელის ასოებზე ჩემთვის დამახასიათებელი სიტყვები :))
ნ- ელი
ა- ლალი
თ-ავისუფალი
ი- ლიას სტუდენტი :))
ა- ალერსიანი
