topbella

უბრალოდ საინტერესო :)



მედიტაცია

მედიტაცია - ლათინური სიტყვაა, ეს ნიშნავს ღრმა განსჯას, ჩაფიქრებას. მე ზოგადად დაინტერესებული ვარ ბუდიზმით და ამის გამო ჩემი ინტერესი ძირითადად ბუდისტური მედიტაციის ფორმებია. არ ვიცი ვის რამდენად დააინტერესებს ეს თემა, მაგრამ მაინც დავდებ ჩემს ბლოგზე. :)
მედიტაცია ადამიანს საშუალებას აძლევს შეიცნოს საკუთარი თავი. მედიტაცია სხვადასხვა სახის შეიძლება იყოს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო არის მედიტაციის ტრანსი, რომლის დროსაც გადადიხარ სხვა განზომილებაში, სხვა სამყაროში, სადაც აღწევ სრულ სიმშვიდეს, შეიძლება ითქვას ნირვანას... როგორც ვიცი პრაქტიკაში მედიტაციის გამოყენება საკმაოდ რთულია, მართალია მე არასოდეს მიცდია მაგრამ მომავალში აუცილებლად ვცდი, ძალიან მაინტერესებს შევძლებ თუ არა, ,,ბჰაგავატ გიტას” გადავყევი და ამის გამო მედიტაციას ყოველ  დღე ვდებ, აუცილებლად დავდებ პოსტს ჩემს ემოციებზე თუ რა თქმა უნდა საერთოდ გამომივა რამე.
მოდი ამ პოსტს დავუთმობ თუ როგორ გამოვიყენოთ მედიტაცია. მედიტაციის დროს და ადგილს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ამჯერად ვისაუბრებ მათთვის ვინც პირველად აკეთებს ამას და უმჯობესია დავიწყოთ ჯდომით, მშვიდ გარემოში,ოდნავ ჩაბნელებულ ოთახში, შეგიძლიათ ჩართოთ რაიმე  მუსიკა, არის მედიტაციური მუსიკა, რომელიც ხელს უწყობს ამ პროცესში ჩართვას(ლინკებს ქვევით მივუთითებ) ... ხო კიდევ თავისუფალი სამოსი უნდა გვეცვას. მედიტაციას გააჩნია 4 ძირითადი პოზა: სრული ლოტოსის პოზა, ნახევრად ლოტოსის, მეოთხედი ლოტოსისა და ბირმული.(სურათებს დავდებ, რომ ადვილი გასაგები იყოს ეს პოზები). ყველაზე ადვილია ბირმული. უნდა დაჯდე იმ პოზაში რომელშიც უფრო მოხერხებულად იგრძნობ თავს, სჯობს რაიმე დაიფინოთ ძირს ან პატარა ბალიში დაიდოთ, უნდა ეცადოთ მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოთ თავი. წელში გამართული უნდა იჯდეთ და კისერიც სწორად გეჭიროთ.  ზურგის და კისრის პოზიცია ყველაზე მნიშვნელოვანია და ყოველთვის უნდა ვამოწმოთ გონებრივად ეს პოზიცია. გამოცდილი მედიტატორები ამბობენ, რომ მედიტაციისათვის მხოლოდ საჭიროა ტანიო. ხელის მტევნები უნდა ეყრდნობოდეს ბარძაყს, რაც შეიძლება ახლოს საზარდულთან. მხარი დაჭიმული არ უნდა იყოს. არამედ, მხარის საყრედნი მტევანია, რომლის საყრდენიც, თავის მხრივ, ბარძაყია. მარცხენა მტევანი უნდა დავადოთ მარჯვენა მტევანს და ცერა თითები ერთმანეთს უნდა შევახოთ. ზოგი ამბობს ასეთი პოზიცია ხელებისა აუცილებელიაო. ზოგი ამბობს არაო. 
ახლა კი ყველაზე მთავარი რამ, ეს არის გონების და ფიქრების დამორჩილება და სწორი სუნთქვა. ფიქრები გადატანილი უნდა იყოს სუნთქვაზე, უნდა ისუნთქოთ ცხვირით და ჩასუნთქული ჰაერი აუცილებლად მუცელში ჩადიოდეს, უნდა გრძნობდე როგორ ივსება ჰაერით მუცელი და მთელი ყურადღება უნდა იყოს ამაზე. თუკი გაგეფატებათ ყურადღება გაიხსენე, რომ სუნთქვაზე უნდა იფიქრო. მედიტაციის დროს გონება გათიშული უნდა იყოს, ამ დროს ტვინი,რომელიც 24 საათი მუშაობს აბსოლიტურად უნდა გაითიშოს და დაისვენოს. თუკი თავიდან მალევე გაგირბის გონება სხვა ფიქრებისკენ თვეების შემდეგ უფრო და უფრო მეტად შეძლებ ყურადღების გაჩერებას მხოლოდ და მხოლოდ სუნთქვაზე (თუ როგორ იბერება მუცელი ჰაერის ჩასვლისას და როგორ პატარავდება) სუნთქვის ფენომენი ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც სამყარო. ჩვენთვის სუნთქვის ეს მხარეები დაფარულია. დროთა განმავლობაში ყურადღების კონცენტრაცია იზრდება და თუ თავიდან 1-2 ციკლზე შეგეძლოყურადღების გამახვილება, 1 თვეში უკვე ალბათ 20-30 ციკლზე შეგეძლება ყურადღების შეჩერება. ამის გაკეთება ყველას შეუძლია. ამაში განსაკუთრებული არაფერია. 
მიუხედავად იმისა ფიქრები მოდიან და მიდიან, ყურადღება მაინც უნდა გქონდეთ შენარჩუნებული სუნთქვის არჩეულ ასპექტზე. გონების მუშაობა გარდაუვალია. ფიქრებს ვერ შეწყვეტ. მომდევნო ეტაპებზე ფიქრის შეწყვეტის მცდელობა უკვე დაბრკოლებაა. ფიქრი იმისათვის არსებობს, რომ საჭიროა და ზუსტად (ყურადღებებაზე მუშაობის დროს) ამ ფიქრების არსებობას მივყავართ თავისუფლებამდე. პრობლემები მედიტაციის დროს სასიცოცლოდ საჭირო რამ არის. პრობლემა რომ არ არსებობდეს მედიტაციის დროს, აბსოლიტური თავისუფლება ვერ მიიღწევა. ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ კონცენტრაციის დროს (ან ყურადღების ეტაპზე) პრობლემების გადაწყვეტაზე უნდა ვიფიქროთ. არა, ჩვენი მიზანია კონცენტრაცია და შემდეგ ყურადღება გავაძლიეროთ. ამას თუ მოვახერხებთ, ყველანაირი პრობლემა თავისით გადაწყდება, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს. 
ყველას უჩნდება კითხვა სახიფათოა თუ არა მედიტაცია, რა თქმა უნდა თუკი წესებს დაიცავთ ამაში სახიფათო არაფერია, მაგრამ თუკი დეპრესიული ხართ, თუკი შიზოფრენიით დაავადებული ან რაიმე მსგავსი დაავადება გაწუხებთ სჯობს თავი შეიკავო მედიტაციისაგან. მედიტაცია ეს არ არის სიამოვნების მიღება და ნეტარების განცდა, ეს პირიქით აბრკოლებს ნირვანისაკენ მიმავალ გზას. რაც უფრო ნაკლებია სურვილი ნეტარების განცდისა მით უფრო მეტია მისი განცდის პროცენტულობა.
სუნთქვა უნდა იყოს ყოველგვარი კონტროლის გარეშე. კონტროლი არის "მე"-ს ფუნქცია. "მე"-ს უნდა, რომ აკონტროლოს: შექმნას, განავითაროს, შეცვალოს, დაასრულოს, დაიწყოს და ა.შ.; ბუდისტური მედიტაცია, როგორც ავღნიშნე, "მე"-საგან განთავისფულებას ისახავს მიზნად. ამიტომ, სუნთქვა უნდა მიუშვა თავის ნებაზე. სუნთქვა ავომატურია ისედაც,  ასევე ავტომატური უნდა იყოს სუნთქვა მედიტაციის დროს. თავიდან მიდრეკილება გვექნება სუნთქვის კონტროლის, მაგრამ თუ ამ მიდრეკილებას დავაკვირდებით ყურადღებით მცირე ხნით და შემდეგ სუნთქვაზე გადავიტანთ ყურადღებას, სუნთქვა ავტომატურად წავა. როცა პრაქტიკას გავაგრძელებთ, რამოდენიმე კვირაში მაინც მივაღწევთ იმას, რომ სუნთქვის კონტროლს აღარ შევეცდებით. აქ უკვე თითქმის მიღწეული იქნება მედიტაციის მიზანი...
ეს წესები სადაც არ უნდა ნახოთ ყველგან ასე წერია მე არაფერი მომიგონია. მედიტაციას სხვადასხვა რელიგიაში სხვადასხვა დანიშნულება აქვს, ბუდისტური მედიტაციის მთავარი მიზანი კი არის ნირვანის მიღწევა, აქ არ უნდა იფიქრო საკუთარ ,,მე”-ზე. მედიტაცია გზაა რომელსაც მივყავართ საკუთარი თავის, საკუთარი უმაღლესი "მე", სიცოცხლის ჭეშმარიტების, უზენაესის შეცნობისაკენ. დღესდღეობით ჩვენ გვგნია, რომ სუსტი არსებები ვართ და არ ვიცით რატომ ვცხოვრობთ და ვარსებობთ დედამიაწაზე. მაგრამ, როდესაც ვიწყებთ მედიტაციას, ჩვენს თვაწინ იხსნება ახალი ცხოვრება - ვენ შინაგანად უფრო ძლიერები ვხდებით, უფრო მშვიდები, უფრო ბედნიერები. მედიტაციის წყალობით ჩვენ შეგვიძლია მოვიდეთ გონების საზღვებს მიღმა. ,,დაკავდი მედიტაციით და შენ შეძლებ ნახო მთელი მსოფლიო შენს წარმოდგენაში.”
,,საკუთარი თავისა და სურვილების დაძლევა ომში გამარჯვებაზე უფრო უდიდესი გამარჯვებაა.ბუდა 
1.      სრული ლოტოსის პოზა

2.ნახევრად ლოტოსის პოზა
3.ბირმული პოზა (ეს ყველაზე ადვილი პოზაა)
ახლა კი დავდებ მუსიკის ლინკებს, რომელიც მედიტაციის დროს გამოგადგებათ:
1.http://www.youtube.com/watch?v=PEulyxBCA6c&feature=related
2.http://www.youtube.com/watch?v=CR3dM-GlZK8
3.http://www.youtube.com/watch?v=BIH0VoR8CUw
4.http://www.youtube.com/watch?v=FuF92DrXJos&feature=related
5.http://www.youtube.com/watch?v=YGkC8siZ_7s&feature=related

ეს მუსიკა ისედაც რაღაცნაირად სასიამოვნო და დამამშვიდებელია... რავი ჩემთვის ასეა  და.. J))) მოკლეთ ესეც ასე... იმედია საინტერესო იყო და გასაგები (ვეცადე ადვილად დამეწერა მაგრამ არ ვიცი გამომივიდა თუ არა) . J












About me

My Photo
rinki
მე ვარ ნათია ჯალაღანია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი.
View my complete profile